საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის არქიტექტურული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა | |
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის არქიტექტურული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ომარ ნაფეტვარიძეს ეკუთვნის. პრეზენტაციაზე საზოგადოებამ რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ვიდეო-კლიპი ნახა, რომელიც 2011 წლის 12 მაისის ტაძრის საძირკვლის კურხევას ასახავს და ისტორიული მშენებლობის მნიშვნელობის შესახებ გვიამბობს. ღონისძიებაზე ანსამბლ "მძლევარმა", მარიამ როინიშვილმა, ლიზა ბაგრატიონმა და მიშო ჯავახიშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შექმნილი საგალობლები და უფლის სადიდებელი ნაწარმოებები შეასრულეს. ასევე გაიმართა ვებ-გვერდის პრეზენტაცია, რომლის დახმარებით საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე უცხოეთში მცხოვრები ქართველებიც. ისტორიული მშენებლობა 17 აპრილს დაიწყება. პეზენტაციას უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია მეორე, თბილისის მერი გიგი უგულავა, ფონდ “ივერიის”-ს დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე, ბიზნესმენები და საზოგადოების წევრები დაესწრნენ.
|
წყარო